სამეგრელო – საქართველოს ულამაზესი კუთხეები (ფოტოკოლაჟი)

სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) — დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისის სახელიდან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან (მსგავსად აფხაზეთისა, იმერეთისა), XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფით — მეგრელებით — დასახლებულ მხარეს მდინარეებს ფსირცხასა (ძვ. ანაკოდიისწყალი) და ცხენისწყალს შორის. ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი.

გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში, თუმცა უცხოურ წყაროებში „სამეგრელოდან“ ნაწარმოები სახელწოდებებიც გვხვდება. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ლიტერატურაში ისევ დამკვიდრდა სახელწოდება „სამეგრელო“. XVII საუკუნის I ნახევარში აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.

დონ კრისტოფორო დე კასტელის ცნობით, მისი საქართველოში მოღვაწეობისას (1627-1654 წწ), სამეგრელო ტერიტორია ვრცელდებოდა რიონიდან კოდორამდე:
„კოდორიდან მოკიდებული რიონამდე კოლხეთის ანუ დღეს სამეგრელოდ წოდებული ქვეყნის აღწერილობა…“

დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტების და ქალაქ ფოთის ტერიტორიას.

250px-SamegreloHistorical.svg

1

3e7d0585f91

----------------------------------------------------4-(20150417090229)

4b58b6371999

14-martvili-2

67ed02f9e05f

74bb906872a1

800px-dadiani_palazzio

1234

14511_708570609156323_1694597238_n

58465_478446058885462_1354516704_n

ტობავარჩხილი, ვერცხლის–ტბა, სამეგრელო

1401805_585584148145341_1660472010_o

2622584_orig

1319214092_246769_209630995751373_190187847695688_579966_58418_n

1436794287_10413293_1646999808849695_624928952767735947_n

15081775140348387379065186612520115802368n

anaklia_bulvari

Anaklia-Beach-1

chxorowyu

d

d0bbd0b5d0b1d0b0d180d0b4d0b5

d8tlv

dadianebis sasaxle

gallery_9028_22_155039

hqdefault

ipTrD7BdWUk

maxresdefault

nzlkr

Senaki_Theater

tea-from-Rwanda

toba-1-copy-650x434

tobavarchxli

xd3

YMfjiHD1r2U

zqaxn

zugdidi

მესტიის_მუნიციპალიტეტი,_სამეგრელო-ზემო_სვანეთის_მხარე

ფოტოებისთვის მადლობა რომანი თოლორდავას

Comments
Loading...