გურიაში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით ჯამბულ აბდულაევი დააკავეს

დაჯგუფება ისლამურ სახელმიწფოსთან შესაძლო კავშირის ბრალდებით ოზურგეთის რაიონში 23 წლის მამაკაცი დააკავეს.

ჯამბულ აბდულაევის ასაყვანად დაბა ნასაკირალში სპეცოპერაცია ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის სახლის ჩხრეკისას ამოიღესISIS-ის დროშა, ხელმყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ჯამბულ აბდულაევის ისლამურ სახელმიწფოსთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ მისი ოჯახის წევრები.
წყარო :რუსთავი 2

Leave A Reply

Your email address will not be published.