სამეგრელოში შვილმა 100 წლამდე ასაკის დედა მოკლა

სამეგრელოში, სოფელ დარჩელში 65 წლის შვილმა 100 წლამდე ასაკის დედა მოკლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, შვილს ფისიქიკური პრობლემები ჰქონდა.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ბრალდებული დაკავებულია.

Comments
Loading...