სამი დასახელების შაურმაში მიკრობიოლოგიური დაბინძურება აღმოჩნდა

საშაურმე დაწესებულებებში – „ბინგო”, ‘’შპს ლინა” და “კინგშაურმა” გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დაბინძურება, კერძოდ, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები კოლიფორმები. ვებგვერდ momxmarebeli.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით შაურმები ნომრებით: „გლდანის შაურმა“, „ჩვენებურები“ და “მაკშაურმა” -ში დარღვევა არ გამოვლინდა. მათი განმარტებით, სურსათის ეროვნული სააგენტოდან 29 დეკემბერს მიღებული პასუხის მიხედვით, საშაურმე “ბინგო”-ში და შპს “ლინა”-ში გამოვლინდა არაკრიტიკული შეუსაბამობები, ხოლო საშაურმე “კინგშაურმა” აღარ ფუნქციონირებს აღნიშნულ მისამართზე.
„2015 წლის 26 ნოემბერს, საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ექვს სხვადასხვა საშაურმეში შევიძინეთ შაურმები, რომლებიც თავისივე შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკებში და მიენიჭა პირობითი ნომრები: “გლდანის შაურმა” (შპს “როიალფუდი”); “ბინგო” (შპს “ბანი”); შპს “ლინა”; “ჩვენებურები” (შპს “ლი-გი”); “მაკშაურმა” “კინგშაურმა” . ექვსივე პროდუქტი სპეციალური მაცივარ კონტეინერით ჩაბარდა ლაბორატორიაში ანალიზისათვის. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით შაურმები ნომრებით: გლდანის შაურმა, ჩვენებურები და “მაკშაურმა” -ში დარღვევა არ გამოვლინდა. ხოლო შაურმებში “ბინგო”, ‘შპს ლინა” და “კინგშაურმა” – გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დაბინძურება, კერძოდ ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები – კოლიფორმები. გაიგზავნა წერილი სურსათის ეროვნულ საააგეტოში. სააგენტოდან 29 დეკემბერს მიღებული პასუხის მიხედვით, საშაურმე “ბინგო”-ში და შპს “ლინა”-ში გამოვლინდა არაკრიტიკული შეუსაბამობები, ხოლო საშაურმე “კინგშაურმა” აღარ ფუნქციონირებს აღნიშნულ მისამართზე“,-ნათქვამია momxmarebeli.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments
Loading...