“სამი საათი საკმარისი დროა, რომ პოლიტიკურმა ჯგუფებმა აზრი დააფიქსირონ”

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტში, პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ, ფრაქციების ხელმძღვანელებს სიტყვით გამოსვლისთვის 15 წუთი მიეცემათ.

როგორც კახიანი აცხადებს, საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში არის 12 ფრაქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოსვლები 3 საათით გაგრძლდება.

“ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დებატები წარიმართება შემდეგი ფორმატით: კერძოდ, პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ, ფრაქციების ხელმძღვანელებს მიცემათ 15 წუთი. თუ გავთვალისიწინებთ იმას, რომ დღეს კიდევ ერთი, ახალი ფრაქცია დარეგისტრირდა, ჯამში, საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში არის 12 ფრაქცია, 7 უმრავლესობაში შემავალი დ 5 ოპოზიციური ფრაქცია, ანუ, ეს ნიშნავს, იმას, რომ 3 საათით წარიმართება ეს დებატები და მე ვფიქრობ, რომ სამი საათი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ პოლიტიკურმა ჯგუფებმა დააფიქსირონ საკუთარი პოზიციები, პრეზიდენტის გამოსვლათან დაკავშირებით”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოში ხვალ, 14:00 საათზე ელოდებიან.

Comments
Loading...