სამი სიტყვა გაბრაზებული ზოდიაქოს ნიშნების შემოსარიგებლად
ნებისმიერი კონფლიქტის შემთხვევაში არსებობს მოპაექრე მხარეებისთვის კონკრეტული “სუსტი წერტილები”, რომელზე ზემოქმედებაც წარმოქმნილი კონფლიქტის თქვენთვის მომგებიანად დაგვირგვინებას გპირდებათ. ზოგჯერ ეს სულ რაღა სამი სიტყვაა ხოლმე…
ვერძი – არ ვიყავი მართალი, ვაღიარებ.
კურო – სადილობისას ვიმსჯელოთ ამაზე.
ტყუპი – ბოლომდე მითხარი სათქმელი.
კირჩხიბი – ვაწყენინო შენნაირ ადამიანს?
ლომი – ყოველთვის ჭეშმარიტებას ღაღადებ.
ქალწული – დავჯდეთ, დეტალურად განვიხილოთ.
სასწორი – მოდი, შევხედოთ ორმხრივად.
მორიელი – ვაღიარებ შენს უპირატესობას.
მშვილდოსანი – საოცარი სიბრძნე თქვი.
თხის რქა – ვაფასებ თქვენს პიროვნებას.
მერწყული – მოდი, მეგობრულად ვისაუბროთ.
თევზები – ჭიქა ვისკი და საუბარი.