სამხრეთ კორეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

სამხრეთ კორეაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტი ლიბერალი, “დემოკრატიული პარტიის” კანდიდატი მუნ ჩე ინი გახდა.

როგორც BBC-ის იუწყება, მუნ ჩე ინმა ამომრჩეველთა 41.4%-მა მისცა ხმა, მის ძირითად კონკურენტ კონსერვატორ ხონ ჩუნ ფხეს კი 23.3%-მა.

არსებული ინფორმაციით, დემოკრატიული პარტიის” კანდიდატი ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის და სამხრეთ კორეის პოლიტიკის შეცვლის მომხრეა.

ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ექსპრეზიდენტ პაკ კინ ხეს იმპიჩმენტისა და ხელისუფლებისგან ჩამოშორების შემდეგ დაინიშნა.

Comments
Loading...