სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან საზღვარს ორი დღით კეტავს

სამხრეთ ოსეთის საზღვარი საქართველოსთან ორი დღით (31 დეკემბერს და 1 იანვარს) გადაიკეტება, – ამის შესახებ სააგენტო „Кавказский Узел“ ინფორმაციას ავრცელებს კგბ-ს პირველი მოადგილეს ედუარდ ჯაბიევის განცხადებაზე დაყრდნობით. მათი ცნობით, საზღვარი ჩაკეტილი იქნება 31 დეკემბრის 9 საათის დილიდან 1 იანვრის 21.00 საათის საღამომდე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით და ამ პერიოდში მოქალაქეების საზღვარზე გადასვლა არ განხორციელდება. ჯაბიევის თქმით, ოკუპირებული ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი თიბილოვი ამ ზომების მიღებას დაეთანხმა.
ედუარდ ჯაბიევმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტოიაზე “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები იმყოფებიან და ე.წ. საღვართან ახალი წლის პერიოდში პროვოკაციებს გეგმავენ.
საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტების ყოფნასთან დაკავშირებით პირველად ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის ოსური დელეგაციის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა 16 დეკემბერს განაცხადა. მისი თქმით, პანკისის ხეობაში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მობილიზაცია მიმდინარეობს და მათი სამიზნეები შესაძლოა რუსი და ოსი მესაზღვრეები იყვნენ.
ოსური დელეგაციის წარმომადგენლის საპასუხოდ სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსმა, ირაკლი ბერაიამ მაშინ განაცხადა, რომ ქართველი სამართალდამცავები პანკისის ხეობაში ვითარებას აკონტროლებენ და სანაკოევის “ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება”.

Leave A Reply

Your email address will not be published.