“სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობით და საპატრიარქოს ძალიან ნათელი განცხადებით საკითხი დაიხურა”

“სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობით და საპატრიარქოს ძალიან ნათელი განცხადებით საკითხი დაიხურა” – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების უფლების პატრიარქისთვის გადაცემის სურვილს. შეგახსენებთ, 5 დეკემბერს უწმინდესმა საქართველოს პრემიერს თხოვნით მიმართა, ხელისუფლებამ განიხილოს პატრიარქისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების მინიჭების საკითხი. მოგვიანებით, პატრიარქის მიერ პატიმრების შეწყალების ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ განმარტება გააკეთა.

Leave A Reply

Your email address will not be published.