სამშვიდობო მისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასტუმროში მინიმუმ 27 ცხედარი ნახეს

მალის ხელისუფლების განცხადებით, ყველა მძევალი, რომელიც ტერორისტებმა სასტუმრო „რედისონში“ აიყვანეს, თავისუფალია. თუმცა „როიტერის“ ინფორმაციით, გაეროს სამშვიდობო მისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასტუმროში მინიმუმ 27 ცხედარი ნახეს.
„მათ აღარ ყავთ მძევლები და სპეცსამსახურები ახლა ტერორისტების აყვანას ცდილობენ“, – განაცხადა უშიშროების მინისტრმა სალიფ ტრაორემ.
გარდა ამისა, მალის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რამდენიმე ბოევიკი კვლავ რჩება სასტუმროს ზედა სართულებზე და უსაფრთხოების ძალებს წინააღმდეგობას უწევს.
შეგახსენებთ, შეიარაღებული პირები სასტუმრო “რედისონში” დღეს შეიჭრნენ, მათ მძევლად 170 ადამიანი

Leave A Reply

Your email address will not be published.