Samsung Galaxy Note 7 აღარ გაიყიდება – ტელეფონებს ცეცხლი უჩნდება (ვიდეო)

Samsung Electronics Co Ltd აცხადებს, რომ მისი ახალი ფლაგმანის Galaxy Note 7-ის გაყიდვები ჩერდება.

Reuters-ის ცნობით, კომპანია უკვე გაყიდულ ტელეფონებსაც გადაცვლის. ამას, სავარაუდოდ, ორი კვირა დასჭირდება.

Samsung-ის ახალი ტელეფონების გაყიდვა იმიტომ შეჩერდა, რომ მათ ცეცხლი უჩნდება. სპეციალისტები შესაბამისი მიზეზის გარკვევას შეეცდებიან. სავარაუდოდ, ახალი ტელეფონების აკუმულატორებია პრობლემატური.

Comments
Loading...