სამთო კურორტებზე ხვალიდან პატრულირება იწყება

სამთო კურორტებზე ხვალიდან პატრულირება იწყება. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა მიიღო. დღესვე, საქართველოს სამთო კურორტებზე უსაფრთხოების წესების რეგულირების შესაძლებლობებზე იმსჯელეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრაზე, რომელსაც შესაბამისი შინაარსის პეტიციის ავტორი პროფესიონალ მოთხილამურეთა ჯგუფი დაესწრო. შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პროექტი განსახილველად და მისი სრულყოფის მიზნით წინადადებების მოსამზადებლად. აღინიშნა, რომ წინადადებებს პეტიციის ავტორთა ჯგუფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ კვირაში გადაუგზავნის.

„განსაზღვრება არის ასეთი, რომ თუ მოსრიალე თავისი ქცევით საფრთხეს უქმნის თავის თავის და გარშემომყოფებს, მასთან მიდის „სკიპატრული“. შემდგომში უკვე მოთხილამურე იქნება ფხიზელი, თუ მთვრალი, ეგ უკვე მეორე ნაწილია, მაგრამ გაფრთხილებას სიფხიზლის შემთხვევაშიც, რომ მან ასე არ უნდა ისრიალოს და მას შემდგომ გაიყვანენ ტრასიდან, ფხიზელიც მიიღებს“, – განუცხადა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.