„სამწუხაროა, რომ ადამიანს, რომელსაც თუნდაც რაღაც დონეზე ვიცნობდი, აღმოჩნდა ამ შოუს, ცირკის ერთ-ერთი შემადგენელი პერსონაჟი,“ – თედო კობახიძე.

შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით, ანასტასია ზაუტაშვილის ყოფილი ადვოკატის დღევანდელ განცხადებებს და-ძმა კობახიძეები გამოეხმაურნენ.

ისინი ადასტურებენ, რომ 2014 წელს ადვოკატი მათი რეკომენდაციით აიყვანეს ზაუტაშვილებმა. თუმცა, ამბობენ, რომ დღეს კობა კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებულია.

ვიცე სპიკერის თქმით, კობა კობახიძე განაწყენებულია, რადგან მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ამ მთავარი პროკურორის პოსტის დაკავება სურდა.

“ადვოკატი, რომელიც ქართულ ოცნებაში იყო, დღეს იცავს ბუტა რობაქიძის მკვლელობაში ბრალდებულ პირებს, ბატონ მიქაძეს, როგორც ჩანს, რაღაც დაპირება ამ ადამიანებისგანაც მოდის. ახლა, როგორც ჩანს, კობა კობახიძე თამაშობს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი პოლიციელების თამაშს,“ – აცხადებს მანანა კობახიძე.

ამ საქმესთან ნაციონალური მოძრაობის კავშირს არ გამორიცხავს არც ვიცე სპიკერის ძმა, თბილსის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

„სამწუხაროა, რომ ადამიანს, რომელსაც თუნდაც რაღაც დონეზე ვიცნობდი, აღმოჩნდა ამ შოუს, ცირკის ერთ-ერთი შემადგენელი პერსონაჟი,“ – აცხადებს თედო კობახიძე.

შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით ანასტასია ზაუტაშვილის ყოფილმა ადვოკატმა დღეს მანანა კობახიძისა და ვიცე სპიკერის ძმის – თედო კობახიძის როლზე საუბრობს. იურისტის განცხადებით, მათ კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულებს შეწყალების გარანტია მისცეს და ადვოკატთან რამდენიმე ათას დოლარიანი ჰონორარის შესახებ მოლაპარაკებებსაც, ზაუტაშვილის ოჯახის ნაცვლად აწარმოებდნენ.

Comments
Loading...