„სამწუხაროა, რომ სერიოზულ ადამიანს უხდება უხეში ტყუილის თქმა“ – სააკაშვილი დავით ბაქრაძეზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის ინტერვიუს ეხმაურება, რომელშიც იგი ბაქრაძემ გააკრიტიკა.

მიხეილ სააკაშვილი ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს:

„დავით ბაქრაძემ გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მე მათ ვუწოდე მოღალატეები. არც ერთ საჯარო თუ შიდა პარტიულ გამოსვლაში მე სიტყვა „მოღალატე“ არ გამომიყენებია. სამწუხაროა, რომ სერიოზულ ადამიანს უხდება (იმედს ვიტოვებ გაუცნობიერებლად) უხეში ტყუილის თქმა, თანაც ისეთის, რომელიც ძალიან ადვილი გადასამოწმებელია.

20 იანვარს უნდა ჩატარდეს ყრილობა ცივილიზებულად და ურთიერთპატივისცემის პირობებში და პარტიის მართვა დაუბრუნდეს მის აქტივს. ყრილობის გადადების ყველანაირი მცდელობა იმ ხალხის მხრიდან, რომელიც ჩქარობდა ყრილობის მოწვევას უკვე 27 დეკემბერს საფუძველს მოკლებულია. მე ყოველ დღე ვერთვები ჩვენს ათასობით აქტივისტს მთელს საქართველოში და კარგად ვიცი, რომ ისინი მზად არიან ყრილობის მაღალ დონეზე ჩასატარებლად“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

ამავე თემაზე: დავით ბაქრაძე: სააკაშვილის განცხადებები თანაგუნდელების მოღალატეობაზე მორალურ ზღვარს სცდება

Comments
Loading...