სანდრა რულოვსი „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სიის N2 იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი პარტიის საარჩევნო სიის მეორე ნომერიც იქნება.

ამის შესახებ სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

სანდრა რულოვსის თქმით, ის ბრძოლისთვის მზადაა.

„ეს არის ჩემთვის დიდი პატივი. მზად ვარ ბრძოლისათვის. დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში.  ქართველების მჯერა, მათი ძლიერი გონებრივი შესაძლებლობების, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ.  შევეცდები, უკეთესი მომავლის შექმნაში დავეხმარო ამ გუნდს.

დღეს პირველად შემოვედი ამ პარტიის ოფისში და ვითხოვე გიდობა, რადგან არ ვიცოდი, სად რა როგორ იყო“, – აღნიშნა ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა.

Comments
Loading...