სანდრა რულოვსი – პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება

პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრა რულოვსმა განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის ხშირად ივლის პარტიაში, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, დღეს ვისთან ჰქონდა კონსულტაციები და ვინ ესწრებოდა შეხვედრას.
აღსანიშნავია, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრთა ნაწილმა დღეს არ იცოდა, რომ სანდრა რულოვსი პარტიის ოფისში იმყოფებოდა და შეხვედრას მართავდა. თუმცა, მათი პოზიცია უცვლელია და ისინი პარლამენტში შესვლის მომხრენი არიან.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...