სანდრა რულოვსის პრესკონფერენცია და უპასუხოდ დატოვებული კითხვა 26 მაისის კადრებზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სანდრა რულოვსის და ნაცატუს ბაღის გამგის ირმა ნაჭყებიას ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ირმა ნაჭყებიას განცხადებით, ის ნაცატუს ბაღის გამგის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მან კი, საიას-თან ერთად, ზუგდიდის ბაღების სააგენტოს ეს დავა სასამართლოში მოუგო.

„სასამართლომ მიიღო ძალიან ობიექტური გადაწყვეტილება, ყველას მადლობას გადავუხდი ვინც გვერდში მედგა გათავისუფლების დღიდან,რადგან ხედავნენ უკანონობას, მაგრამ სასამართლოს სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა ირმა ნაჭყებიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, პროკურატურის მიერ გავრცელებულ 26 მაისის კადრებთან დაკავშირებით, სანდრა რულოვსმა პასუხის გაცემა არ ისურვა.

Comments
Loading...