სანდრო ბრეგაძე – რესპუბლიკელებმა უკან დაიხიეს!

„გილოცავთ! ჩვენმა უკომპრომისო ბრძოლამ და მცირედმა მსხვერპლმა შედეგი გამოიღო. რესპუბლიკელებმა უკან დაიხიეს!”, – ამ განცხადებას აკეთებს მოძრაობა „ეროვნულების” ლიდერი სანდრო ბრეგაძე „რეპორტიორთან” საუბრისას.

„საკონსტიტუციო შესწორების პროექტი, რომელიც საბოლოოდ აკრძალავს იდენტურსქესიანთა ქორწინებას მიღებული იქნება! უახლოეს ერთ კვირაში შეგროვდება საჭირო 76 ხელმოწერა და შემდეგ დაიწყება შესაბამისი იურიდიული პროცედურები. ახლა მთავარია ორივე სესიაზე მოხდეს საბოლოო კენჭისყრა და ამ პარლამენტმა მოასწროს შესწორების მიღება!
არ ვსაუბრობდი, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა წნეხი იყო ქართველთმოძულე ძალებისგან. ყველა ღონე იხმარეს, მაგრამ თქვენი, ქართველი ერის ნებამ და შიშმა, რომ ამ შესწორების არმიღებას სერიოზული კატაკლიზმები მოჰყვებოდა გადაწონა ყველა ზეწოლა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარედანაც მოდიოდა!
მართალია დღესაც მაფრთხილებენ, რომ არ მაპატიებენ ამ თვითნებობას, მაგრამ ამ საქმისთვის ყველაფერი ღირს! დიდი მადლობა უმრავლესობის ყველა იმ წევრს, რომლებიც გვერდით დაუდგნენ ამ იდეას! ჩვენთან არს ღმერთი!
სხვა ეროვნული იდეების რეალიზების დროც დადგა და ამას ერთობლივად აუცილებლად მივაღწევთ!!!”
, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

Comments
Loading...