სანდრო გირგვლიანის საქმეზე ელენე თევდორაძე დაიკითხა

სანდრო გირგვლიანის საქმეზე დღეს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დაკითხეს.

ამის შესაზებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ელენე თევდორაძემ სასამართლო პროცესზე პატიმრების შეწყალების წესები და პროცედურები გაიხსენა.

მოწმის თქმით, 2008 წლიდან შესაწყალებელთა სიებს პროკურატურაში გზავნიდნენ, მოგვიანებით კი უწყება განახლებულ სიას პრეზიდენტს უგზავნიდა.

თევდორაძის თქმით, გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირები ცუდ პირობებში იმყოფებოდნენ.

როგორც მოწმე ჰყვება, ოთხივე მსჯავრდებულს ურჩია, რომ შეწყალებაზე განაცხადი არ შეეტანათ, რადგან მას რეაგირება მაინც არ მოჰყვებოდა.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის განმარტებით, პრეზიდენტს კონსტიტუციით შეწყალების უფლება ჰქონდა, თუმცა მისთვის ამ დრომდე უცნობია, როგორ მოხდა გახმაურებული საქმის მონაწილეების გათავისუფლება.

მოწმემ ჩვენება გირგვლიანის საქმის იმ ეპიზოდზე მისცა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

Comments
Loading...