სანიკიძე და ხადური თანამდებობებს დაემშვიდობებიან – ვის შეცვლას აპირებენ მთავრობაში

გაზაფხულზე თანამდებობას თამარ სანიკიძე, ნოდარ ხადური და პაატა ზაქარეიშვილი გამოემშვიდობებიან. ამის შესახებ სტატიას, კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, ეკონომიკური გუნდიდან თანამდებობას მხოლოდ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაემშვიდობება, რომელიც შესაძლოა, ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ შეცვალოს. ამავე ინფორმაციის თანახმად, განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს კი ივანიშვილის ფავორიტი – მაია მიმინოშვილი შეცვლის, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს განათლების მინისტრის თანამდებობას სულ ცოტა ხნით იკავებდა. გამოცემა ასევე წერს, რომ დიდი ალბათობით, თანამდებობას დატოვებს ასევე რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც. საკადრო ცვლილებები მთავრობაში კი, სავარაუდოდ, საგაზაფხულოდ განხორციელდება.

Leave A Reply

Your email address will not be published.