სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი აფეთქება მოხდა

სანკტ-პეტრერბურგში, ლენინის პროსპექტზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი აფეთქება მოხდა.

ამ დროისთვის სპეცდანიშნულების რაზმი შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია რუსეთის გვარდიის მებრძოლები და გამოძიების ფედერაციის ბიუროს წარმომადგენლები.

ლენინის N92-ის სამი კორპუსი დილიდან ბლოკირებულია და სამართალამცველებს სადარბაზოდან შეფუთული ყუთები გამოაქვთ.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცავთა 20 მანქანაა მობილიზებული.

info9.ge

Comments
Loading...