სანქტ–პეტერბურგში საზღვაო აღლუმი ჩაიშალა

ინტერნეტ–გამოცემა „ფანტანკა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ სანქტ–პეტერბურგში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით  დაგეგმილი საზღვაო აღლუმიჩაიშალა. რუსეთის სამხედრო ფლოტის ბალტიის ხომალდება ვერ მოასწრეს ნევის აკვატორიაში დაბრუნება.

„ფანტანკას“ ინფორმაციითვე, მცირე ხომელდებმა „ურენგოი“ და „ზელენოდოლსკი“, წყალქვეშა გემმა „კალპინო“ აკვატორია ამერიკული ფრეგატის USS Carney (DDG-64) რუსეთის საზღვრებთან მიახლოების გამო დატოვეს.

არსებული ინფორმაციით, ქალაქის მთავრობამ აღლუმის საზღვაო ნაწილის მომზადებაში 4 მილიონი რუბლი დახარჯა.

მოცემული შემთხვევის გამო 9 მაისს სანქტ–პეტურბურგში მხოლოდ სამხედრო ტექნიკა, ავიაცია და შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვებიდან 72 წელი შესრულდა.

Comments
Loading...