ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას პარლამენტის თავმდჯომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.
ზამთრის სესიის პერიოდში დელეგაციის წევრები თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან, საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან ვოიცეხ სავეცკისთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან პედრო აგრამუნტთან და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებთან შეხვედრებს გამართავენ.
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი სტრასბურგში 27 იანვრამდე გაგრძელდება.