საპარლამენტო თანამდებობები პირველ სხდომაზე სრულად დაკომპლექტდება

მე-9 მოწვევის დეპუტატები საპარლამენტო თანამდებობებს 18 ნოემბერს დანიშნულ პირველ სხდომაზე დააკომპლექტებენ.

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილია შემდეგი კანდიდატურები:
პარლამენტის თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – ზვიად ძიძიგური

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აჭარიდან – ილია ნაკაშიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი – არჩილ თალაკვაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე – მამუკა მდინარაძე, თავმჯდომარის მოადგილე – დიმიტრი სამხარაძე

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ოთარ დანელია, პირველი მოადგილე – გელა სამხარაული, მოადგილე – ირაკლი შიოლაშვილი
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – მარიამ ჯაში, პირველი მოადგილე – გენადი მარგველაშვილი, მოადგილე – გუგული მაღრაძე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – კახა კუჭავა, პირველი მოადგილე – ზაზა ხუციშვილი, მოადგილე – ენძელა მაჭავარიანი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – რომან კაკულია, პირველი მოადგილე – გიორგი ბეგაძე, მოადგილე – რევაზ არველაძე

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ზვიად კვაჭანტირაძე, პირველი მოადგილე – სალომე ზურაბიშვილი, მოადგილე – ირაკლი მეზურნიშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – თამარ ხულორდავა, პირველი მოადგილე ირინა ფრუიძე, მოადგილე – ბექა ნაცვლიშვილი

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი სესიაშვილი, პირველი მოადგილე – ირაკლი ბერაია, მოადგილე – კობა კობალაძე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ეკა ბესელია, პირველი მოადგილე – ვანო

 ზარდიაშვილი, მოადგილე – დავით მათიკაშვილი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი ლილუაშვილი, პირველი მოადგილე – მერაბ ქვარაია, მოადგილე – კობა ლურსმანაშვილი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – სოფო ქაცარავა, პირველი მოადგილე – ნინო გოგუაძე, მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი კახიანი, პირველი მოადგილე – გურამ მაჭარაშვილი, მოადგილე – შალვა კიკნაველიძე

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი კოვზანაძე, პირველი მოადგილე – პაატა კვიჟინაძე, მოადგილე – ირაკლი ბერაია

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – აკაკი ზოიძე, პირველი მოადგილე – დიმიტრი ხუნდაძე, მოადგილე – ლევან კობერიძე.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – სოფო კილაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე – გედევან ფოფხაძე, მოადგილე კი – რატი იონათამიშვილი.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ ყაველაშვილი, პირველი მოადგილე – შოთა ხაბარელი, მოადგილე –  ბიძინა გეგიძე.
რაც შეეხება პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ცნობილია, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე სერგი კაპანაძის კანდიდატურაა წარდგენილი. სულ რამდენ ფრაქციას წარადგენს “ნაციონალური მოძრაობა” დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, თუმცა ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარედ ნიკა მელიას კანდიდატურაა დასახელებული.
პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ირმა ინაშვილის კანდიდატურტა წარადგინა, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის კანდიდატად გიორგი ლომია დასახელდა.
ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე საკითხებს განიხილავს შემდეგი თანამიმდევრობით: ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს; ქმნის კომიტეტებს და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს მათ თავმჯდომარეებს; ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განიხილავს საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის თარიღად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 18 ნოემბერი მას შემდეგ დაასახელა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა.
საკანონმდებლო ორგანოში პარტია “ქართული ოცნება” 115 მანდატით არის შესული. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 27, ხოლო “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” 6 მანდატი აქვს. თითო სადეპუტატო მანდატი მოიპოვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა და პარტია “მრეწველებმა”.
ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე კენჭისყრა იმართება ელექტრონული სისტემით. საჭიროების შემთხვევაში კენჭისყრა შეიძლება გაიმართოს ბიულეტენებით.

Comments
Loading...