საპარლამენტო უმრავლესობა დღეს სხდომას გამართავს

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დღეს გაიმართება.
“mpress-ის” ინფორმაციით მმართველი გუნდის წარმომადგენლები უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძის არჩევის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
გარდა ამისა, განიხილება საპროკურორო საბჭოში პარლამენტის მხრიდან ასარჩევ პირთა საკითხიც. არსებული ინფორმაციით, უმრავლესობა შეკრებას 18:00 საათისთვის გეგმავს

Leave A Reply

Your email address will not be published.