საპარლამენტო უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისულ გეგმას არ ეთანხმება

ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმას გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრვალესობის წარმომადგენლები, ისინი უმცირესობის მიერ წარმოდგენილ გეგმას არ იზიარებენ. შეგახსენებთ, რომ საუბარია პენსიის 50 ლარით გაზრდაზე, გადასახადების დაწევასა და ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე.

“პრემიერს არც განათლება აკლია და არც გამოცდილება და ამათი შპარგალკებით მოქმედება არ სჭირდება. მას აქვს თავის ჩამოყალიბებული ხედვა და მან უნდა წარმოადგინოს ისეთი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს მოკლევადიან პერიოდში იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო“, – აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პენსიის 50 ლარით გაზრდა შეუძლებელია.

“ის რესურსი, რითაც დღეს ბიუჯეტს გააჩნია, შესაძლებელია პენსიის მხოლოდ 20 ლარით გაზრდა. ჩვენ რომ შეგვძლებოდა პენსიის 50 ლარით მატება, ამას გავაკეთებდით, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა მაშინვე მოითხოვდა პენსიების 100 ლარით ზრდას”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Comments
Loading...