საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს ხვდება

თბილისში, პარლამენტის შენობაში საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდი მინისტრების მოადგილეების დონეზეა წარმოდგენილი.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, განიხილება კონკრეტული დეტალები ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.
”ეს იქნება ჩვეულებრივი სამუშო შეხვედრა. ასეთი შეხვედრა იქნება ძალიან ხშირად, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. მით უმეტეს დღეს განვიხილავთ კონკრეტულ დეტალებს საბიუჯეტო პროექტთან დაკავშირებით. უმრავლესობის წევრების მხრიდან ბევრი კითხვა დაისმება. ძალიან ბევრს დეტალზე გავამახვილებთ ყურადღებას, რადგან ბევრი დეტალის შესახებ გვაინტერესებს ინფორმაცია”, – განაცხადა მდინარაძემ.
დღევანდელ შეხვედრას დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილმა თავად გამოთქვა სურვილი, რომ დასწრებოდა შეხვედრას, რაზეც უმრავლესობამ უარი არ უთხრა.

 

წყარო : ipn.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.