“საპარლამენტო უმრავლესობა ნელად მოქმედი ნაღმია, რომელმაც შეიძლება საქართველო ააფეთქოს”

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის ლიდერებს შეხვდა.

პარტიაში მიმდინარე პროცესებზე თბილისის ყოფილი მერი იმ ლიდერებს ესაუბრა, რომლებიც 20 იანვრისთვის დაგეგმილი ყრილობის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებენ.

უგულავას თქმით, აუცილებელია, პარტიაში დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა მოგვარდეს.

თბილისის ყოფილი მერის განცხადებით, მას დიდი სურვილი აქვს, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს.

„რა თქმა უნდა, დემოკრატიულ სისტემაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პარტიის შიდა პრობლემები დემოკრატიის პრობლემაა, მაგრამ ამ ქვეყანაში პრობლემაა სხვა რამეა. პრობლემის გასაღები დევს იქ, რომ უნდა მოხდეს არაფორმალური მმართველობის დასრულება. უნდა მოხდეს შეკავება და შემდეგ მშვიდობიანი ჩამოცილება. ეს უმრავლესობა ნელად მოქმედი ნაღმია, რომელმაც შეიძლება საქართველო ააფეთქოს“, – განაცხადა უგულავამ.

დედაქალაქის ყოფილი მერი სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პატიმრობიდან გათავისუფლდა და ე.წ. მატროსოვის ციხე გუშინ საღამოს დატოვა.

Comments
Loading...