საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს


„პატრიარქის განცხადება იყო სოლიდარობის ნიშანი და არა საკითხის საკანონმდებლო დონეზე განხილვის მოთხოვნა”, – საპატრიარქო პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით ილია მეორის ინიციატივაზე განმარტებას აკეთებს. „5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება. ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა”, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.