საპატრიარქო: იუნესკომ აფხაზეთსა და ცხინვალში ძეგლების მონიტორინგი უნდა განახორციელოს

საქართველოს საპატრიარქო აფხაზეთში, რუსი მესაზღვრეების მიერ ისტორიული ძეგლისა და მიმდებარე სასაფლაოს განადგურების შესახებ აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოძებნოს გზა და იუნესკოს სპეციალისტებმა, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში არსებული ისტორიული ძეგლების მონიტორინგი განახორციელონ:

“ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რათა წებელდეს ციხე-სიმაგრესაც საშიშროება არ დაემუქროს და, საერთოდაც, მსგავსი რამ რომ სხვაგან აღარ განმეორდეს. ვფიქრობთ, აღნიშნული რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობაც და სათანადო სამსახურებიც ამის წინააღმდეგნი არ იქნებიან.

ბოლო მონაცემებით დასტურდება, რომ წებელდეს ციხის კომპლექსში შემავალი მე-8-9-ე საუკუნეებით დათარიღებული ნაეკლესიარი, მართლაც, იქნა დანგრეული და ასეთივე ბედი ეწია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აქ მცხოვრები პოლონელების სასაფლაოს.

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მშვიდობიან პირობებში მიწისაგან პირისა აღიგავა მე-20 საუკუნის შუა ხანების სასაფლაო და გვიან შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი და ეკლესიის ნანგრევები, რომელსაც ერთნაირად პატივს მივაგებდით როგორც ქართველები, ისე აფხაზები და იქ მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლები”.

უსული და აფხაზური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 3 იანვარს აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო პოლიგონის მომზადების მიზნით გაანადგურეს გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდასთან არსებული მრავალფენიანი არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი – VIII-IX და გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი, ეკლესიის ნანგრევი და ასევე XX ს-ის შუა ხანების პოლონელთა სასაფლაო.

on.ge

Comments
Loading...