საპატრიარქოში რამდენიმე წუთის წინ სინოდის სხდომა დაიწყო

რამდენიმე წუთის წინ დაიწყო სინოდის სხდომა საპატრიარქოში.

მღვდელმთავრების სხდომის დაწყების წინ კომენტარი არ გაუკეთებიათ. წინასწარ არ სახელდება კონკრეტული თემები. საჯაროდ რაც ცნობილია, არის ის, რომ სინოდის დღევანდელ სხდომაზე შეჯამდება განვლილი წელი, ასევე განიხილება მომავალი წლის გეგმები.

კონკრეტული საკითხები უცნობია, თუმცა შესაძლოა სწორედ სინოდის დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდეს ცნობილი საპატრიარქოს პოზიცია საჯაროდ დასმულ კითხვებთან და რუსთავი 2-ის ეთერში გასაჯაროებულ ფაქტებთან დაკავშირებით.

სინოდის დღევანდელი სხდომის განჩინება, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გამოქვეყნდება.

Leave A Reply

Your email address will not be published.