საფეხბურთო კლუბ მადრიდის რეალს ზინედინ ზიდანი უხელმძღვანელებს

საფეხბურთო კლუბ მადრიდის რეალს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. მიმდინარე სეზონის ბოლომდე გუნდს ზინედინ ზიდანი უხელმძღვანელებს.

ზიდანმა რაფაელ ბენიტესი შეცვალა, რომელიც სამეფო გუნდის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, 7-თვიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ესპანეთის ჩემპიონატში რეალი 37 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ ატლეტიკოს 4 ქულით ჩამორჩება.

ზინედინ ზიდანი აქამდე რეალის მეორე გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. ფეხბურთელის რანგში კი 2001-2006 წლებში სამეფო გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

Comments
Loading...