საფეხბურთო კლუბი ქუთაისის „ტორპედო“ აუქციონზე იყიდება

საფეხბურთო კლუბი ქუთაისის “ტორპედო” აუქციონზე იყიდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

„შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის”  ამჟამინდელმა მეპატრონემ, ქუთაისის მუნიციპალიტეტმა კლუბის შემდგომი განვითარებისათვის, უკეთესი საარსებო პირობების შექმნის მიზნით გადაწყვიტა მისთვის კერძო მესაკუთრის მოძიება, რისთვისაც მიმდინარე წლის 11 მაისის 15:00 საათიდან გამოცხადდა აუქციონი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, აუქციონზე კლუბის საწყისი ფასი 585 412 ლარს შეადგენს.

Comments
Loading...