“საფრანგეთი დარჩება მთავარ სამიზნედ, სანამ ამ პოლიტიკას გააგრძელებს”

„ისალმური სახელმწიფო” განცხადებას ავრცელებს. როგორც „La Figaro” იუწყება, „ისალმურმა სახელმწიფომ” პარიზის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო. ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთი დარჩება მთავარ სამიზნედ, სანამ ამ პოლიტიკას გააგრძელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ჯიჰადისტები განმარტავენ, რომ მათ აქტივისტებს ეცვათ ჟილეტები ასაფეთქებელი მოწყობილობით და შეიარაღებული იყვნენ ავტომატებით.

ჯიჰადისტები აცხადებენ, რომ გულმოდგინედ ამზადებდნენ ამ ოპერაციას.

Leave A Reply

Your email address will not be published.