საფრანგეთის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს თანადგომისთვის მადლობას უხდის

საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი საქართველოს მოქალაქეებს სოლიდარობისა და თანადგომისთვის მადლობას უხდის. როგორც რენო სალენსმა აღნიშნა, ეს არის ევროპაში განხორციელებული მასშტაბური თავდასხმა ბოლო წლების განმავლობაში.
“ეს არ არის თავდასხმა მხოლოდ საფრანგეთზე, ეს არის თავდასხმა თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ქართველებს ეს ძალიან კარგად ესმით და მადლობა ამ სოლიდარობისთვის, თქვენი თანადგომისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვგრძნობთ, რამდენად ძლიერი მეგობრები გვყავს”, – განაცხადა რენო სალენსმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას.
გუშინ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და საფეხბურთო სტადიონს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტერაქტების შედეგად სულ მცირე 127 ადამიანი დაიღუპა და 180-ზე მეტი დაშავდა

Comments
Loading...