საფრანგეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა სამი თვით გაგრძელდება

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის სამი თვით დაწესებას მხარი დაუჭირა.

ვალსმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ შესაძლოა ქვეყნა ტერორისტების მხრიდან ქიმიური და ბიოლოგიური იარაღით თავდასხმის ობიექტი გახდეს, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოს საგანგებო მდგომარეობის სამი თვით გაგრძელების საჭიროებაზე წარუდგინა წინადადება.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში სამართალდამცავ ორგანოებს უფლება ექნებათ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე ჩაატარონ ჩხრეკა და ეჭვმიტანილს შინაპატიმრობა მიუსაჯონ.

ამასთან, როგორც BBC იუწყება, ბელგიის პოლიცია, ბრიუსელსა და მის შემოგარენში განაგრძობს პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირების, ბილალ ჰადფისა და სალაჰ აბდესლამის ძებნის ოპერაციას.

Leave A Reply

Your email address will not be published.