საფრანგეთის პრემიერი ტერორისტების მხრიდან ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საფრთხეს არ გამორიცხავს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი ტერორისტული დაგჯუფებების მხრიდან ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საშიშროებას არ გამორიცხავს.

BBC-ის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა პარლამენტს თხოვნით მიმართა, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის სამი თვით გახანგრძლივებას მხარი დაუჭიროს.

„ტერორიზმი მოხდა საფრანგეთში არა იმიტომ, რაც სირიასა და ერაყში ხდება, არამედ იმიტომ, რისთვისაც ხდება. ახალი რაცაა, მათთვის გზების გახსნაა. თავდასხმებისა და მკვლელობების გზა ყველა დროშია გახსნილი“, – მიმართა მან ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს.

ბელგიის პოლიცია ბრიუსელის გარშემო ექვს სხვადასხვა ადგილს ამოწმებს, სადაც შესაძლოა, ტერორისტულ თავდასხმებში ეჭვმიტანილი ბილალ ჰადფი და სალაჰ აბდესლამი იმყოფებოდნენ.

ჯერჯერობით გაურკვეველია, არიან თუ არა გუშინ, პარიზის გარეუბან სენ-დენიში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა შორის ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირები.

პარიზში, 13 ნოემბრის ღამეს მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შედეგად ოფიციალური მონაცემებით, 129 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 350-ზე მეტი დაშავდა.

Comments
Loading...