საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი გამარჯვების შემთხვევაში ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებას გეგმავს. ამის შესახებ ლე პენმა გაზეთ “იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა.

“რეფერენდუმის შემდეგ, რომელმაც ხალხის რუსეთთან შეერთების თანხმობა აჩვენა, ყირიმს რუსეთის ნაწილად მეც ვაღიარებ. ყირიმი უკრაინის ნაწილი არასდროს ყოფილა, მისი უკრაინისადმი კუთვნილება ადმინისტრაციული საკითხი იყო საბჭოთა პერიოდში”, – განაცხადა მარინ ლე პენმა.
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებასაც აპირებს.
2014 წელს ყირიმში ე.წ. რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც მოსახლეობამ რუსეთთან შეერთების სურვილი გამოთქვა. რეფერენდუმის შემდეგ რუსეთმა ყირიმის ანქესია მოახდინა. ყირიმის ანექსიის გამო ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რაც დღემდე გრძელდება.

Comments
Loading...