საფრანგეთმა მალიში ელიტური სპეცრაზმი გააგზავნა

საფრანგეთის ხელისუფლებამ მალიში, სადაც „რედისონის“ სასტუმროში ტერორისტებმა 170 ადამიანი მძევლად აიყვანეს, ელიტური სპეცდანიშნულების რაზმი გააგზავნა. საფრანგეთის ჟანდარმერიის ინფორმაციით, მალიში 100-ზე მეტი მებრძოლი გაიგზავნა.
ფოტომასალას საფრანგეთის ჟანდარმერია ‘’ტვიტერის’’ საკუთარ გვერდზე ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა სპეცრაზმმა სასტუმროს შენობს შტურმით აღება უკვე დაიწყო და 80-ზე მეტი მძევალი გაათავისუფლა.
ბოლო მონაცემებით ტერორისტებს სამი ადამინი ემსხვერპლა. ცოტა ხნის წინ, პოლიციამ მესამე პრის ცხედარი იპოვა.
შეგახსენებთ, მალის სასტუმროში დღეს ტერორისტები შეიჭრნენ და 170 ადამიანი მძევლად აიყვანეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.