საფრანგეთში მინისტრზე სექსუალური ძალადობის ფაქტზე ქალი დააკავეს

საფრანგეთის პოლიციამ 29 წლის სტუდენტი გოგო დააკავა. სამართალდამცავების ვარაუდით ის საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრს ემანუელ მაკრონს ეროტიულ წერილებსა და ფოტოსურათებს უგზავნიდა.

ქალბატონის გზავნილები მის ლტოლვის ობიექტს ელექტრონულ ფოსტაზე სისტემატიურად მისდიოდა-წერს ფრანგული გაზეთი Midi Libre.

მარკონი პირვერ წერილებს ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ ამა წლის 16 თებერვალს პოლიციას მაინც მიმართა.

წერილების ავტორის ვინაობა სწრაფად დაადგინეს – ის ჟიუვინიაკის კომუნის მცხოვრები 29 წლის ქალბატონი აღმოჩნდა. მის სახლში ჩხრეკისას კომიუტერი და მობილური ტელეფონი იქნა ამოღებული.
გამომძიებლების თქმით ქალბატონი საბრთხეს არ წარმოადგენს, ამის მიუხედავად სასამართლო განხილვა და ფსიქიატრთან ვიზიტი მისთვის გარდაუვალია.

მინისტრის აპარატში მომხდართან დაკავშირებით კომენტარზე უარს აცხადებენ.
საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი , “კავშირის ელექტრონული საშუალებების მეშვეობით სექსუალური ძალადობის მცდელობა” 1 წლისთ პატიმრობის აღკვეთის და 15 ათასი ევროს ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს.
წყარო: არგუმენტი.ჯი

Comments
Loading...