საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ერისადმი მიმართვაში განაცხადა, მან შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა.
პრეზიდენტის ინფორმაციით, პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად სულ მცირე 127 ადამიანი დაიღუპა, 180-ზე მეტი კი დაშავდა.
ოლანდმა მიმართვაში აღნიშნა, რომ ტერაქტები “ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა განახორციელეს, თავდასხმების დაგეგმვა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოხდა.
ტერაქტების შემდეგ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ფრანსუა ოლანდის თქმით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მობილიზებულია არმია და საპოლიციო ძალები. სამხედროები პარიზის ქუჩების პატრულირებას გააგრძელებენ.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ორშაბათს ის პარლამენტის წინაშე წარდგება. რიგგარეშე სხდომა ტერაქტებთან დაკავშირებით გაიმართება.

Leave A Reply

Your email address will not be published.