საფრანგეთში სარკინიგზო კატასტროფას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
საფრანგეთში სასწავლო მატარებელი TGV რელსებიდან გადავიდა. სააგენტო „ფრანს-პრესის” ინფორმაციით, ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფა სტრასბურგის მახლობლად ქალაქ ეკვეშემთან მოხდა. ამასთანავე პორტალ Prechi-Precha-ს ინფორმაციით, კატასტროფის ადგილზე აფეთქების ხმა გაისმა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები და პოლიცია. მიმდინარეობს მომხდარის დეტალების დაზუსტება.
როგორც სააგენტო “ესოშიეთიდ პრესი” იტყობინება, კატასტროფა სიჩქარის გადაჭარბების გამო მოხდა.