საფრანგეთში ტერაქტების შედეგად რვა ტერორისტი დაიღუპა

საფრანგეთში, ტერორისტული აქტების განხორციელების შედეგად 8 ტერორისტი დაიღუპა. როგორც “სიენენი” პარიზის პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება , აქედან შვიდმა თავი აიფეთქა.
პარიზის პროკურატურამ გუშინ განხორციელებული ტერაქტების შემდეგ სისხლის სამართლის საქმე “ტერორიზმთან დაკავშირებული მკვლელობის” მუხლით აღძრა. როგორც “ბიბისი” იტყობინება, ამის შესახებ პარიზის პროკურორმა ფრანსუა მოლენსმა განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიება 6 შემთხვევასთან დაკავშირებით ტარდება. საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, საფრანგეთი თავდასხმისთვის პასუხისმგებელი პირების მიმართ “უმოწყალო” იქნება.
ბოლო მონაცემებით, პარიზში განხორციელებულ ტერაქტებს სულ მცირე 153 ადამიანი ემსხვერპლა.

Comments
Loading...