საპოლიციო კონტროლი ფოთში


საპოლიციო კონტროლი ფოთში – გვიან ღამით სამართალდამცველები ავტომანქანების მძღოლებს აჩერებდნენ და მათ პირად დოკუმენტაციას სთხოვდნენ. კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, შემოწმების პროცესში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც მონაწილეობდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში გეგმიური საპოლიციო კონტროლი მიმდინარეობს და მომავალშიც ჩატარდება. დამატებითი მიზეზები კი არ კონკრეტდება.

Leave A Reply

Your email address will not be published.