მისი შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში გააქტიურება, იქაურ რეფორმებში ჩართვა და პოროშენკოს გვერდით დადგომა სწორი ნაბიჯი იყო.
თუმცა, მისი თქმით,მიხეილ სააკაშვილმა გადადგა ფუნდამენტურად არასწორი ნაბიჯი, როდესაც ოდესის გუბერნატორი გახდა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმამ მოუწია.
„არასწორი ნაბიჯი იყო ოდესის გუბერნატორობა, რადგან იძულებული გახდა, მიეღო უკრაინის მოქალაქეობა, რამაც გამოიწვია შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.
მე რომ მიდევს პასპორტი ჯიბეში, მეამაყება, რომ ვარ საქართველოს მოქალაქე. აქ არ არსებობს გამონაკლისები, მოქალაქეობა არ არის ფიქცია, მარტო მიშასთვისაა ფიქცია?
ეს ნაბიჯები იყო სააკაშვილისთვის, პერსონალური საპრეზიდენტო ცხოვრების წესის სიმულაცია.
საპრეზიდენტო ცხოვრება რომ დააკლდა მთელი თავისი ატრიბუტიკით, ამის სიმულაცია იყო“, – განაცხადა გიგი უგულავამ.