საპროტესტო აქცია სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ


“საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა”ერთვება კამპანიაში,რომელიც არის მიზანმიმართული სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ და უერთდება თარხან გასვიანის მიერ ორგანიზებულ აქციას , “არა – სააფთიაქო ნარკომანიას”, რომელიც გაიმართება 18 ოქტომბერს 16:00ზე, ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან.

“მობრძანდეთ და ერთად გავაპროტესტოთ, მოვუწოდოთ შ.ს.ს-სა და ჯანდაცვის სამინისტროს, რომ უმკაცრესი ზომებით ჩატარდეს აფთიაქების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ლიცენზიის შეჩერება და მათი დაბლოკვა, რადგან არ ჰქონდეთ შესაძლებლობა ფსიქო-აქტიური ნივთიერებების ურეცეპტოდ გაყიდვის”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში

Leave A Reply

Your email address will not be published.