საქართველო 21-ე საუკუნე გიგლა აგულაშვილის გადადგომას მოითხოვს!

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველო 21-ე საუკუნეს” პრეზიდენტი უერთდება პატრიოტთა ალიანსის საპტორესტო აქციას და მათ მოთხოვნას გადადგეს გარემოს დაცვის მინისტრი.
ჭიათურაში ეკოლოგიური პრობლემების საკითხს სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველო 21-ე საუკუნეს“ პრეზიდენტი ეხმაურება.
გიორგი კასრაძის განცხადებით ბოლო კვლევები, რომელიც ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირმა“ ჩაატარა საგანგაშოა და სასწრაფოდ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს.
„ჭიათურაში ჰაერში მანგანუმის შემცველობის შესახებ კვლევები ყოველწლიურად ტარდება. 2015 წელს ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირის“ მიერ ჩატარებული კვლევების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მანგანუმის ჰაერში შემცველობა დასაშვებ ნორმას 37-ჯერ აღემატება. ნიშანდობლივია, ის ფაქტიც, რომ ასეთი მძიმე შედეგი აქამდე არცერთ კვლევას არ დაუფიქსირებია. ჭიათურის გამგეობასა და კომპანია „ჯორჯიანტრეიდინგს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად დღეს ქალაქის ტერიტორიაზე მანგანუმით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობასთან დაკავშირებული შეზღუდვა მოიხსნა. გარდა ეკოლოგიური პრობლემებისა საგრძნობლად იმატა სიმსივნური და ქრონიკული დაავადებების რიცხვმაც, რაც პირდაპირ თუ არა ირიბ კავშირშია მანგანუმის მტაცებლურ მოპოვებასა და წარმოებასთან.“ – ამბობს კასრაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაანონსებულსაპტორესტო აქციას უერთდება და გარემოს დაცვის მინისტრის გადადგომას მოითხოვს.
„გიგლა აგულაშვილი დღეს ხელმძღვანელობს იმ სამინისტროს, რომელსაც უშუალოდ ხელეწიფება და ევალება ჭიათურაში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება. გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანია „ჯორჯიანმანგანეზი“ 358 მილიონი ლარით ჯერ კიდევ 2 წლის წინ დააჯარიმა, საქმე პროკურატურაშია და ძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. სამწუხაროდ დღეს გარემოს დაცვის სამინისტრო და უშუალოდ მინისტრი არ ინტერესდება გამოძიების მიმდინარეობის პროცესით და ნებით თუ უნებლიედ უმოქმედობით წახალისებას უწევს მანგანუმის მომპოვებელ კომპანიებს, რომელთა რიცხვიც აგულაშვილის სამინისტროში მოსვლის შემდეგ რამდენიმე ათეულით გაიზარდა. ჩვენ უმოქმედობაში ვადანაშაულებთ გარემოს დაცვის უწყების პირველ პირს და ვუერთდებით „პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქციას მოთხოვნით გადადგეს გიგლა აგულაშვილი. მიგვაჩნია, რომ მისი მინისტრობის პირობებში ჭიათურაში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების ნაცვლად სიტუაცია უფრო დამძიმდება.“

Comments
Loading...