საქართველო, მოლდოვა – ყველაზე დადებითად განწყობილი ქვეყნები ევროკავშირის მიმართ

კვლევის საველე სამუშაოები აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში – საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბელორუსია და უკრაინა – მიმდინარე წლის აპრილსა და ივნისს შორის პერიოდში ჩატარდა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ყველაზე პოზიტიური განწყობა ევროკავშირის მიმართ ქართველებს და მოლდოველებს აქვთ, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ღია სამეზობლო – კომუნიკაცია პარტნიორობის გაძლიერებისთვის: ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს მოქალაქეებთან დაკავშირება“ ჩატარებული კვლევაში.

კვლევის შედეგების თანახმად, ყველაზე დადებითად ევროკავშირის მიმართ განწყობილები არიან საქართველოს და მოლდოვას მოქალაქეები – 52%. შემდეგ მოდის უკრაინა – 49%. სომხეთსა და ბელორუსიაში ევროკავშირის მიმართ განწყობები პოზიტიურსა და ნეიტრალურს შორისაა, ხოლო აზერბაიჯანში გამოკითხულთა მხოლოდ 27%-ია კეთილგანწყობილი ევროკავშირის მიმართ.

ნეიტრალობა ევროკავშირის მიმართ ძირითადად გამოწვეულია ინტერესის არქონით (12%) და ინფორმაციის ნაკლებობით (6%).

წყარო: ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...