საქართველო-რუსეთის საზღვარზე რუსი მესაზღვრეები თურქ მძღოლებს არ ატარებენ

ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნტქთან ამ დროისთვის რამდენიმე ათასი სატვირთო ავტომობილია გაჩერებული, რომლებსაც რუსი მესაზღვრეები ქვეყნის ტერიტორიაზე არ უშვებენ.

როგორც “პირWელისთვის” გახდა ცნობილი, თურქულნომრიანი სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს რუსი მესაზღვრეები შემომწების გარეშე აბრუნებენ უკან. როგორც “პირWელს” სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მყოფმა ერთ-ერთმა მძღოლმა აცნობა, მესაზღვრეებმა რამდენიმე თურქიც სცემეს. შეზღუდვები ლარისის გამშვები პუნქტის რუსეთის მონაკვეთზე, მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებზე და ავტომანქანებზე ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, სხვა ტრანსპორტი საზღვარზე შეუფერხებლად გადაადგილდება.

შეგახსენებთ, რომ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, თურქეთის ავიაციამ რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 თურქეთ-სირიის საზღვართან ახლოს გუშინ ჩამოაგდო. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთის მიერ რუსული სუ-24-ის ჩამოგდების ფაქტს ზურგში დანის ჩარტყმად აფასებს და აცხადებს, რომ ეს შემთხვევა სცილდება ტერორიზმთან ბრძოლას.

მომხდარი ინციდენტის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, უსაფრთხოების მიზნით თურქთში წასვლისგან თავი შეიკავონ. ამასთან რუსეთის ტურიზმის ფედერალურმა სააგენტომაც გაავრცელა განცხადება, რომლითაც ტუროპერატორებსა და ტურაგენტებს თურქეთში ტურების გაყიდვისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.