საქართველო რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას ელოდება

საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის მხრიდან სავიზო მიმოსვლის გამარტივებაზე კონკრეტულ წინადადებებს ელოდება დღეს პაღაში ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინისგან. შესაძლოა ამ შეხვედრაზევე გაირკვეს რა კატეგორიას შეეხება უვიზო მიმოსვლა. ეს იქნება ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა, თუმცა მხარეები ფორმატით გათვალისწინებულ ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ საკითხებზეც იმსჯელებენ. ასევე სატრანსპორტო მიმართულებით, მათ შორის საზღვაო საჰაერო მიმოსვლის კუთხით. რაც შეეხება გაზპრომს, ზურაბ აბაშიძის თქმით, ის არ აპირებს ამ თემაზე კარასინთან მსჯელობას.

Leave A Reply

Your email address will not be published.